ანონსები
9 მარტს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება კონკურსის - „ტოლერანტობა თავისუფლებაა“ მონაწილეების დაჯილდოება.
2015 წლის, კვირეულის ფარგლებში საქართველოს უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის და მე - 12 კლასელებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გამოაცხადა კონკურსი - „ტოლერანტობა თავისუფლებაა“. მონაწილეებს უნდა მოეფიქრებინათ სოციალური კამპანია ტოლერანტობასთან დაკავშირებით.
გამარჯვებული გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ ხუროშვილი, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტმა გამოუყო ბიუჯეტი აღნიშნული კამპანიის განსახორციელებლად.
აღსანიშნავია, რომ ამ კამპანიას საფუძველი ჩაეყარა ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტის ტრადიციაა.
დაჯილდოებაზე დასწრება თავისუფალია.
თარიღი: 09.03.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 18:00 სთ